ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექიმების ინფორმაციით, ბათუმში მეხუთე სართულიდან ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ორი დაშავებული ს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ორი კი, სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, მათ გამოკვლევები უტარდებათ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ცნობისთვის, ბათუმში ფარნავაზ მეფისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე ერთ-ერთი კორპუსში ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი ოთხი ადამიანი დაშავდა.