“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – ამ ლოზუნგით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეების თქმით, მთავარი მოთხოვნაა, პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება.
აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.
“უამინდობა არ გვაშინებს, წვიმის მიუხედავად აქ ვართ და ვითხოვთ სამართლიანობას. არ დავიღლებით, რომ ხელისუფლებას შევახსენოთ ტყვეები, რომლებიც უკანონოდ დააკავა”, – აღნიშნეს მათ.
