ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეებს ჭავჭავაძისა და გოგებაშვილის ქუჩები პროტესტის ნიშნად გადაკეტილი აქვთ. ისმის შეძახილები „არა, რუს ყაველაშვილს”.
თავდაპირველად აქციის მონაწილეებმა, გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს.
მათი თქმით 32-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, საპარლამენტო ს ხელახლა დანიშვნა.
“პარლამენტი არალეგიტიმურია და მათი არჩეული პრეზიდენტიც არალეგიტიმურია. ეს მთავრობა ხალხის უმრავლესობას არ უნდა, ქვეყანა ფულზე არ იყიდება”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.