აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.
აქციის მონაწილეების თქმით, „რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად“, სხვა გზა არ დარჩათ.
“სახელმწიფო არა აქვს უფლება შეკრების უფლება რაიმე ფორმით შეგვიზღუდოს, პირიქით ვალდებულია, დაიცვას უფლება. ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ სამართალდამცავები კანონის ჩარჩოებიდან გასულები არიან, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოვიდეს და რეჟიმი გააპროტესტოს. გამოვიდეთ გავაპროტესტოთ, მოვითხოვოთ მთავრობის გადადგომა, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება მოხდეს. ყველა ადამიანს მოუწოდებ, გამოვიდნენ ქუჩაში, ეს არის ჩვენი უფლება. ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ წაგვართმევს”, – აცხადებენ შეკრებილები.
