ბათუმში, სანაპიროზე მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, შუახნის მამაკაცი მოკლეს. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ცხედარი წუხელ იპოვეს.
მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნება. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავის 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია და მრავალჯერადი ხმის მიცემა