ბათუმში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს კანონის „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ამოქმედებასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებისათვის კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების საკითხებს დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კანონის ძირითადი მოთხოვნები, დაზუსტდა მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები, ასევე შეფასდა პრაქტიკაში განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და საჭიროებები.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უწყებათაშორისი და მუნიციპალური კოორდინაციის გაძლიერების აუცილებლობას, რაც კანონის ეფექტიანი აღსრულებისა და შესაბამისი მექანიზმების გამართულად ფუნქციონირების წინაპირობად განიხილება.
შეხვედრასხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ქარცივაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ფანცხავა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.




