ბათუმში რაგბის სტადიონის რეაბილიტაციისთვის და 2 ახალი სტადიონის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა – ღირებულება 21 მილიონია

ქ. ბათუმში, რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა. წინადადებების მიღება 1 მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 157 100
რაგბის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 30 მაისის ჩათვლით. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს 60 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდრის გამოცხადების დღემდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა ან/და სპორტული ნაგებობების მშენებლობა ) სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 30 000 000 (ოცდაათი მილიონი) ლარის ოდენობით.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს ს სარაგბო კომპლექსის რეაბილიტაციას და ახალი შენობების / მოედნების მშენებლობას. შენობები სრულადაა ადაპტირებული შშმ. პირებზე.
პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციური შენობის / დარბაზის მშენებლობას, რომელიც წარმოადგენს სამსართულიან, რკინაბეტონის კარკასულ კონსტრუქციას, რომლის შემავსებლადაც გამოყენებულია სამშენებლო ბლოკი, შენობას გარედან აქვს დამათბუნებელი ფენა და მოპირკეთებულია კომპოზიტური პანელებით. ღიობები მოეწყობა ალუმინის (ნაცრისფერი) პროფილისაგან. შენობა ადაპტირებულია შშმ. პირებზე, აქვს 2 კიბის უჯრედი და 1 ლიფტი. გარშემო დატოვებულია სამანქანო გზა საჭიროების შემთხვევისათვის.
ფუნქციურად შენობაში განთავსებულია შემდეგი ფართები: ფიტნეს დარბაზი, გასახდელები, ექიმის ოთახი, საკონფერენციო დარბაზი და მულტიფუნქციური სივრცე, ასევე შენობას აქვს საზაფხულო ფართებიც და საუნა. ერთერთი კიბის უჯრედი ადის სახურავის სართულზე, სახურავის სართული წარმოადგენს ბრტყელ გადახურვას, სადაც განთავსდება მრავალი დანადგარი (გაგრილება გათბობის დანადგარები).
შენობის ჩრდილოეთის მხარეს ესაზღვრება ახალი ღია სარაგბო მოედანი (ხელოვნურსაფარიანი), აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება გადახურული სარაგბო მოედანი (ხელოვნურ საფარიანი). შენობის პირველი სართულის დონე აწეულია გზის დონიდან, სადაც შშმ. პირების პანდუსებიც გათვალისწინებულია.