ბათუმში, “ოცნების ქალაქის” დასახლებაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, “ოცნების ქალაქის” დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც “მთავარი არხის” ვებგვერდს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ერთ-ერთ ბარაკში გაჩნდა, რის შედეგადაც საოჯახო ნივთები დაიწვა. ხანძრის შედეგად დაიწვა კიდევ ერთი ბარაკის სახურავი.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ის უკვე ლიკვიდირებულია.
ფოტო: “ბათუმელები”