ბათუმში, ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლებმა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების მოთხოვნით აქცია გამართეს

ბათუმში ოპიზრების ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობის თქმით, უამინდობის დროს აღნიშნულ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები, ეზოები და ქუჩები იტბორება. ადგილობრივები სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც შეუერთდა.
თამაზ ბაკურიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოსახლეობის პრობლემა დროულად მოაგვაროს.
„საკითხი მხოლოდ ინფრასტრუქტურული აღარ არის – ეს არის ადამიანების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ღირსების საკითხი, რომელზეც ხელისუფლებამ დროულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
თუ კვლავ არ იქნება რეაგირება, პროტესტი გაგრძელდება, რადგან სხვა გზა აღარ დარჩათ“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.