ბათუმში მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

დღეს, 2025 წლის 8 აპრილს, ს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო მატარებელი მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა“ აცხადებს, რომ მატარებელი ბაქანთან მიდიოდა, რომელსაც ბათუმი-ქუთაისის რეისი უნდა შეესრულებინა.
„რკინიგზის“ ცნობითვე, ადგილზე მისულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.
რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით.
ეს მუხლი რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და, სულ მცირე, ერთწლიანი პატიმრობით ისჯება დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება