ბათუმში ლოზუნგით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “საქართველოს ადგილი ევროპაშია” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, “საქართველოს ადგილი ევროპაშია”,- ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას.
მათი თქმით, საქართველო რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია.
“ქართული საზოგადოება რეჟიმის გამო არ უნდა დაისაჯოს და უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეწყდეს. ქართველი ხალხი არის რუსი ოლიგარქის -რეჟიმს მძევლად ჰყავს. უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე ცუდად აისახება. ახალგაზრდებს განათლების მიღებაში შეაფერხებს, ჯანდაცვის მიმართულებით პრობლემებს შეგვიქმნის”, – აცხადებენ შეკრებილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)