ბათუმში ველომარში მოეწყო

ბათუმში ველომარში მოეწყო. ველომოყვარულებმა ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
მათი თქმით, აღნიშნული პერფორმანსით მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ პროევროპულ აქციებს შეუერთდნენ.
ველომარშის მონაწილეებმა მსვლელობის შემდეგ, აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ, სადაც მეოთხე დღეა მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი.
„ჩვენი პროტესტი განსხვავებულია, გზაში მსვლელობისას მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ შემოგვიერთდნენ. პროტესტი იქნება მასშტაბური, ხალხი ჩვენს გვერდით დგას, აქ საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას. მზიას მდგომარეობა ყოველდღიურად რთულდება, დროა მოვეგოთ გონს”, – აცხადებენ ველომარშის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე