ბათუმში ექიმებს ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ

ფოტო – მთავარი არხი
მთავარი არხის ინფორმაციით, ბათუმში ბარამიძეების ოჯახი ექიმებს დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. საუბარია კლინიკა “ბმს” გინეკოლოგიური განყოფილების ექიმებზე, ვაჟა ცირეკიძესა და მაია ძნელაძეზე. მათ ახალშობილის გარდაცვალებაში სდებენ ბრალს.
ბარამიძეების ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა ქალის ორსულობის პერიოდი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობდა. თუმცა, მათი თქმით, ექიმებმა ორსულს არასწორი პრეპარატი დაუნიშნეს, რამაც მისი ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია და ახალშობილი დაბადებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
ოჯახი საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიერ საქმის გამოძიებასა და ექიმების დასჯას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ