ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს

ბათუმში, ევროპის მოედანზე ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი მიმდინარეობს.
„ახალი თეატრის“ მსახიობები და აქციებზე დაკავებულთა მშობლები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ.
ისინი დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ჩვენ ჩამოვედით, რომ გავიგოთ თქვენი ხმა, ის ტკივილები რაც გაქვთ, აქ იქნებიან თქვენი წარმომადგენლები, დავინახოთ ერთმანეთი და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ერთად უფრო ადვილად გადავცურავთ ზღვას. პოლიტპატიმრები ყველა ჩვენი ტკივილია”, – აცხადებენ მანიფესტის მონაწილეები.
ცნობისთვის, საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში აჭარიდან დაიწყო და რეგიონებში გაგრძელდება.
ხვალ, „ახალი თეატრი“ საპროტესტო მანიფესტს სამეგრელოში გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ