ბათუმში აქციაზე ერთი პირი დააკავეს – ახლობლების თქმით, კაცი შშმ პირია

ხმაური და დაპირისპირება ბათუმში – რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. დაკავებულის ახლობლები ამბობენ, რომ კაცი, რომელსაც პოლიციის წინააღმდეგობას ედავებიან, შშმ პირია.
დაკავების კადრებში ნათლად ისმის აქციის მონაწილეთა ხმა “ავადმყოფია”.
ცნობისთვის, აქციის მონაწილეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, კი რაც მათ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს.
მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.
ხმაური იყო ასევე პოლიციის მეექვსე განყოფილებასთან, შენობაში შესვლა დაკავებულის დედამ სცადა. ქალი ამბობს, რომ აუცილებელია, მისმა შვილმა მედიკამენტები მიიღოს.
საბოლოოდ, აქციაზე მთავრობის წარმომადგენელი მივიდა და ადგილზე შეკრებილებს დაპირდა, რომ მათ პრობლემებს გაეცნობოდა.
ინფრმაცია შშმ პირის დაკავების შესახებ თავდაპირველად “ბათუმელებმა” გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ