ბათუმში, ანბანის კოშკთან რუსეთის მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ საპყრობილეში გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის ოჯახს

ბათუმში, ანბანის კოშკთან ს მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც მდუმარე აქციით სოლიდარობას უცხადებენ ს ოჯახს. მათი განცხადებით, ისინი პატივს მიაგებენ საპყრობილეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას.
აქციის მონაწილეებმა ანბანის კოშკთან ყვავილები მიიტანეს, სანთლები დაანთეს და ტრანსპარანტები გამოფინეს წარწერით: „არ დაგვავიწყდება”, არ გაპატიებთ”.
მათი თქმით, რუსეთში თავისუფალ სიტყვას დევნიან და კლავენ.
შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.