ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებული კლინიკა “მედცენტრში” გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მძიმე დაზიანება ფეხის არეში აქვს მიღებული.
თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.