ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.
მათივე ცნობით, ორივე მათგანი, მოტოციკლის მძღოლიც და ქვეითიც ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
