ბათუმში ავტომობილი მეეზოვეს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეეზოვეს მანქანა დაეჯახა. უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოყვა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ