ბათუმსა და ზუგდიდში ქალი მეწარმეები ბიზნესის გაციფრულების კუთხით გადამზადდნენ

ბათუმსა და ზუგდიდში ქალი მეწარმეები ბიზნესის გაციფრულების კუთხით გადამზადდნენ. პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ სავაჭრო პალატა, კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების CFLI-სთან თანამშრომლობით ახორციელებს.
სავაჭრო პალატის ინფორმაციით, მეწარმეებმა დარგის ექსპერტების დახმარებით მიიღეს ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ მათ ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში.
მათივე ცნობით, ტრენინგების პარალელურად, ჩატარდება მასტერკლასები, სადაც ექსპერტები და წარმატებული მეწარმეები მონაწილეებს თავიანთ გამოცდილებასა და საუკეთესო პრაქტიკებს გაუზიარებენ. მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმეები, ასევე გაივლიან სასწავლო ტრენინგებს თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება