მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე „ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების“ ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე „ევროპის ოთხი სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულების“ ნომინაციაზეა წარდგენილი – ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ევროპის გალა ცერემონია დღეს იტალიაში გაიმართება. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად დაესწრება.
ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინირებულია ევროპის სხვადასხვა ქალაქთან ერთად, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ა.შ.
World Travel Awards 1993 წლიდან იმართება და მიზნად ისახავს ტურიზმის სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა გამოვლენასა და დაჯილდოებას. ყოველწლიურად დაჯილდოების ცერემონიაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტია წარდგენილი, რომლებიც ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაში არიან გადანაწილებულნი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ