ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
საქმეს ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
ამასთან, პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შეძახილებით „თავისუფლება მზიას“. აქციის მონაწილეები ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის დროულ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას სხვადასხვა ფორმით ახორციელებს, კერძოდ, ჟურნალისტებს სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ, ასევე სამთავრობო შეხვედრებზე ჟურნალისტებს კარს უკეტავენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელი 11 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს.