ს საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის პროცესი უნდა გაიმართოს, გერმანიის, შვედეთის და ს ელჩები მივიდნენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი უნდა გაიმართოს, გერმანიის, შვედეთის და ს ელჩები მივიდნენ. ისინი სასამართლო სხდომაზე დასწრებას გეგმავენ.
ასევე, დღევანდელ პროცესს ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგიც დაესწრება.
სხდომაზე დასწრებას პარტია „ახალის“ ლიდერი ც გეგმავს.
ამასთან, სასამართლოს შენობასთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისმის შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
წინა სხდომებზე, პროკურორების მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაკითხეს, მათ შორის დაიკითხა ს პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელზე თავდასხმასაც მზია ამაღლობელს ედავებიან.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს დააკავეს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი გაარტყა.