ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი განახლდა. მზია ამაღლობელს სხდომათა დარბაზში მხარდამჭერები ტრანსფარანტებით დახვდნენ, ასევე, ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზიას“.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი საქმეს არსებითად განიხილავს.
„სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ გარემოებებს, რაც ადმინისტრაციულმა სასამართლომ გაიზიარა. ეს არის ახალი გარემოება, მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მის დაკავებას უკავშირდება, ვინ დააკავა, როდის და სხვა. დღეს წარმოვადგინეთ ოქმი, ვშუამდგომლობთ სამი პოლიციელის მოწმედ დაკითხვას“, – აღნიშნეს ადვოკატებმა.
თავის მხრივ, როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, მზია ამაღლობელმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა დანაშაული.

ასევე დაგაინტერესებთ