ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი დასრულდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი დასრულდა.
სასამართლოს ჩვენება მისცა ბრალდებულმა მზია ამაღლობელმა.
პარალელურად, შენობასთან მზია ამაღლობლის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავდნენ, შეძახილებით: „თავისუფლება მზიას“.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებების განხილვა მოხდა.
სასამართლო პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღევანდელ პროცესზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა, ადვოკატების შუამდგომლობა, რომელებიც მოითხოვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და “ქართული ოცნების” წევრის ნინო წილოსანის მოწმის სახით გამოკითხავას.
გამოცემა „ბათუმელების“ჟურნალისტების ინფორმაციით, მზია ამაღლობლის მხარდასაჭერას საპროტესტო აქცია-მსვლელობა იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”