ს საქალაქო სასამართლოში ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლის სალიხ შაინიძის გადაწყვეტილებით, ელენე ხოშტარიას უფლება აქვს სასამართლო პროცესს არ დაესწროს, თუმცა მას გადაეგზავნება საქმის მასალები.
„მოსამართლის თანაშემწე ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა, სხდომას რომ დასწრებოდა, მაგრამ უარი განაცხადა. არც მისი წარმომადგენელი გამოცხადდა. ჩვენ გვაქვს ასეთი მდგომარეობა, სამართალდარღვევის ოქმზე ხელი არ არის მოწერილი, დღევანდელ სხდომაზე საკითხების განხილვას ვერ გავაგრძელებთ, ქალბატონ ელენეს გაეგზავნოს საქმის მასალები სრულად, შემდგომ სხდომაზე თუ არ გამოცხადდება ეს მისი უფლებაა, სასამართლო მტკიცებულებებს გადაუგზავნის“, – აღნიშნა მოსამართლემ.
ელენე ხოშტარიას გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით – 173-ე და 174-ე მუხლებით ედავება.
საქმე ეხება, 12 იანვარს აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ელენე ხოშტარიას მიერ სტიკერების გაკვრის მცდელობას, რასაც ხმაური მოჰყვა. სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარია და კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს, მოგვიანებით კი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია