ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი პროცესია ჩანიშნული, მზია ამაღლობელის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლას სხვადასხვა ფორმით ახორციელებს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს მოწმის სახით ექსპერტს ნათია ხარატს წარუდგენს. ამასთან, დღევანდელ პროცესზე შესაძლოა, პროკურატურამ სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა წარადგინოს.
ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!