ბათუმის საზღვაო აკადემიის ეზოში შესასვლელი კარი სტუდენტებმა გახსნეს და სასწავლებლის ეზოში შევიდნენ – სტუდენტები გაფიცულები არიან

ბათუმში, საზღვაო აკადემიის ეზოში მთავარ შესასვლელი კარი სტუდენტებმა გახსნეს და სასწავლებლის ეზოში შევიდნენ.
სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, საზღვაო აკადემიის სტუდენტებიც შეუერთდნენ და გაფიცვაში ისინიც მონაწილეობენ.
მათი თქმით, ქვეყნის უკან დახევას არ დაუშვებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უამრავი სტუდენტი და პროფესორი არის ჩართული გაფიცვაში. არ გვჭირდება გაუნათლებელი პრეზიდენტი, არ გვინდა რუსული რეჟიმი, გამოდით ხალხო და დაიცავით ჩვენი კონსტიტუცია!”- აღნიშნეს სტუდენტებმა
აქციის მონაწილეები ქუჩებში მსვლელობას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”