ბათუმის მერობის კანდიდატად „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გოჩა გუგუნავა წარადგინეს

ბათუმის მერობის კანდიდატად „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გოჩა გუგუნავა წარადგინეს. მერობის კანდიდატი „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოს“ ერთობლივ ღონისძიებაზე დაასახელეს.
პარტიის ინფორმაციით, 2024 წლიდან გოჩა გუგუნავა არის პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი და პარტიის აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი.
„გოჩა გუგუნავა დაიბადა 1976 წელს ქალაქ ბათუში; 1999 წელს დაამთავრა ს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; 1996 – 2000 წწ. შპს „აღორძინება“-ს ფინანსური დირექტორი იყო; 2014 წელს მან დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი “ბათუმი”; 2014 წელს იყო ბათუმის მერობის კანდიდატი – პოლიტიკური გაერთიანება „ საქართველოს გზა“-დან; ჰყავს მეუღლე და 3 შვილი“, – ნათქვამია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.