ბათუმის მერი სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე დასრულდება, რისთვისაც 15 მილიონ 659 ათასი ლარი დაიხარჯება.
„სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია გრძელდება. კობალაძის ქუჩიდან კაჩინსკების ქუჩის წრიულამდე მონაკვეთში სანაპირო ზოლის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ვიცემერი ლევან დავითაძე და საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი აკაკი ბერიძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, რეაბილიტირდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ველობილიკი და პრომენადი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: ჩემს გაოგნებას და შიო მესამეს სიბნელეს საზღვარი არ აქვს, ჯვარზე ტანჯულ მაცხოვარს არ დავიწყებია დედა, თავის მოწაფეს ეუბნება, აჰა დედა შენი, ანუ იზრენე დედაჩემზე, როგორც შენს დედაზეო

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად