ბათუმის “დინამომ” “ტორპედოს” თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში სამი მატჩი გაიმართა.
ს „დინამომ“ სახლში „ტორპედოს“ 3:2 სძლია. შეხვედრა მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და წიტაიშვილის ჩაწოდებულ ბურთს გომისმა კლიაიჩის კარში მიუჩინა ადგილი. შემდეგ იერიშზე სტუმრები გადავიდნენ და შორიდან დარტყმით ანგარიში პირესმა გაათანაბრა. 39-ე წუთზე საჯარიმოში არაბიძე სანტოსმა წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა, თუმცა კვასხვაძემ მოიგერია. მსაჯმა დააფიქსირა, რომ მან დროზე ადრე დატოვა კარის ხაზი. განმეორებით თერთმეტმეტრიანი იონსენმა ზუსტად დაარტყა და „ტორპედო“ დააწინაურა.
მეორე ტაიმში ბათუმელთა რიგებში მუჯირის ნაცვლად კუტალია შევიდა, რომელიც აჭარულმა გუნდმა ახლახან დაიმატა. ბოლოს
დინამოელები შტურმზე გადავიდნენ და ხარაბაძის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მონტეირომ ჩაჭრა. კომპენსირებულ დროში წიტაიშვილის დარტყმული ბურთი ხელზე სანდოხაძეს მოხვდა, პენალტი ზუსტად მამუჩაშვილმა გაიტანა, ბათუმელებმა გაიმარჯვეს და უდანაკარგოდ ლიდერობენ ჩემპიონატს.
„კოლხეთმა“ ქობულეთში „თელავს“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა ორი ფეხბურთელი გააძევა – თელაველი ახვლედიანი და ფოთელი აბუაშვილი.
„დილამ“ საკუთარ მოედანზე „იბერია 1999“ 3:1 დაამარცხა, რომელიც პირველი ტიმის ბოლოს შ. ნონიკაშვილის გაძევების გამო კაცნაკლული დარჩა. გორული გუნდი 12 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა, ხოლო “იბერია 1999” 10 ქულით მესამე პოზიციაზეა.
დინამო (ბთ) – ტორპედო 3:2
გოლები: 1:0 გომისი, 1:1 პირესი (28), 1:2 იონსენი (41, პენ), 2:2 მონტეირო (86, საკ. კარში), 3:2 მამუჩაშვილი (90+8, პენ)
კოლხეთი 1913 – თელავი 3:1
გოლები: 0:1 პარკინაშვილი (37), 1:1 გვასალია (43), 2:1 კლიმოვი (66), 3:1 კლიმოვი (90+1)
გაძევება: ახვლედიანი (80, თელავი), აბუაშვილი (90+3, კოლხეთი)
დილა – იბერია 1999 3:1
გოლები: 0:1 მამაცაშვილი (5), 1:1 ვაუტერი (45, პენ), ), 2:1 ლიტვინენკო (64), 3:1 ლოპესი (90+1)
გაძევება: შ. ნონიკაშვილი (42, იბერია 1999)