ბათუმის ბულვარში საერთაშორისო სტანდარტების სკეიტპარკის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში ახალი საერთაშორისო სტანდარტების სკეიტ და როლერ პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 4800 კვ.მ ფართობზე განთავსდება. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სკეიტმოედანზე მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან და ბულვარის დირექტორთან, ლაშა მიქელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დასასვენებელი სივრცეების, მაყურებელთა ტრიბუნების, განათების სისტემის მოწყობა. უკვე დასრულდა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის მოწყობა და ამჟამად, მიმდინარეობს დეკორატიული თაღებისა და დასასვენებელი სივრცეების მშენებლობა.
ახალი პროექტი ბათუმის ბულვარის განვითარებისა და განაშენიანების გეგმისა და მსოფლიო სკეიტბორდის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა. მულტიფუნქციური სპორტული სივრცე სკეიტბორდის მსოფლიო ჩემპიონატს, რეგიონალურ და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ