ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 12:00 საათზე კოლონა დაიძვრება

“ხვალ, 12:00 საათზე, ევროპის მოედანზე ვიკრიბებით მთელი და კოლონით მოვდივართ თბილისში” – ამის შესახებ ბათუმში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებმა განაცხადეს.
ბრიფინგზე რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ თქვა, რომ მსვლელობას ასევე შეუერთდებიან გურიიდან, ქუთაისიდან, იმერეთიდან და სხვა რეგიონებიდანაც.
“ის, რაც ხდება ახლა თბილისში, ყოვლად აუტანელია, ამის მოთმენა აღარ შეიძლება და აქედან გამომდინარე, დღეს ძალიან ბევრი მსურველი გამომეხმაურა, ამიტომ ხვალ, 12:00 საათზე ევროპის მოედანზე ვიკრიბებით მთელი ბათუმი და კოლონით მივდივართ თბილისში. გვიერთდებიან გურიიდან, ქუთაისიდან, იმერეთიდან და ა.შ. და იმედია, ბევრნი ვიქნებით”, – თქვა ოთარ ქათამაძემ.