ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის ავიარეისებისთვის 18 მლნ ლარი გამოიყოფა

დან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 18 მლნ-ზე მეტი ლარი გამოიყოფა.
თბილისი-ბათუმი-თბილისის, მესტია-ბათუმი-მესტიის და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებზე ავიარეისების ორგანიზება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნდა უზრუნველყოს.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეთხოვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა თბილისი-ბათუმი-თბილისის ავია მიმართულებაზე ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 3 049 973 დოლარის ეკვივალენტით ლარში. ავიარეისები ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის ვადით უნდა შესრულდეს
მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა რეისებს, აეროპორტების გაერთიანებამ ცალკე ტენდერი უნდა გამოაცხადოს ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 5 601 140 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარში. ამ შემთხვევაში ავიარეისები 1 წლის განმავლობაში შესრულდება.
თბილისი-ბათუმი-თბილისის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის, ანუ 2 წლის განმავლობაში შესასყიდი ადგილების რაოდენობა ორივე მიმართულებით ჯამში საორიენტაციოდ არის 26 560 ადგილი.

ასევე დაგაინტერესებთ