ბათუმელების რედაქტორი შალვა პაპუაშვილს: ვერ მოგვაწებებთ აგენტის იარლიყს

გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორმა ეთერ თურაძემ დღეს, 25 აპრილს, ბათუმში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაზე იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდავი რუსული კანონის შემოღება იწვევს.
„ბათუმელები“ არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული მედიასაშუალება, რომელმაც 2010 წელს დააფუძნა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“.
„მე ასლან აბაშიძის დროიდან ვმუშაობ ჟურნალისტად და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში მომიწია, რომ ვიყო არა კითხვის დამსმელი, არამედ ოპონირება გაგიწიოთ იმიტომ, რომ თქვენ, თქვენი ამ კანონით ცდილობთ, გვიწოდოთ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა“. თუ ქართულ გნმარტებით ლექსიკონს აიღებთ და წაიკითხავთ, რა არის „აგენტი“, იქ პირდაპირ წერია, რომ ეს არის „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი“. მე 23 წლის განმავლობაში ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ჩემი სამშობლოს დემოკრატიულ განვითარებას და თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მომაწებებთ მაგ იარლიყს. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი წინადადება: როგორც წესი, აგენტები არ იცვლიან პროფესიას, სულ აგენტები არიან. თქვენ მუშაობდით საერთაშორისო ორგანიზაციაში. ასეთი წინადადება მაქვს – მოდით, რეესტრის გაკეთება დავიწყოთ არა 2023 წლიდან, არამედ 2000 წლიდან და ყველა ჩავეწეროთ ამ რეესტრში. ჩაეწერეთ თქვენ, , რომელიც 2010-2011 წლებში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციაში თქვენ ხელფასს იღებდით, იმ ოდენობის ხელფასს მთელს რედაქციას ვაძლევდი. ჯერ ჩაეწერეთ თქვენ, შემდეგ ცაეწეროს ბატონი პრემიერი, ირაკლი . შემდეგ ჩავწეროთ , რომლის ფონდიც სრულიად უცხოური ფულით არის შევსებული. 2000 წლიდან დავიწყოთ ბატონო შალვა, კარგით? შემდეგ მე ვიქნები მეოთხე. მე არ ჩავწერ ბატონო შალვა, თქვენ ჩაწერეთ,“ — განაცხადა ეთერ თურაძემ შალვა პაპუაშვილთან
ეთერ თურაძემ ისაუბრა იმ წნეხსა და დევნაზეც, რა პირობებშიც მუშაობა უწევდა 2012 წლამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. შესაბამისად, რედაქციისთვის მიუღებელია „ქართული ოცნების“ მხრიდან დადანაშაულება იმაში, რომ „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ ამ ოპოზიციური პარტიის ინტერესებს ემსახურებიან.
ეთერ თურაძის გამოსვლა სრულად:
„მე ვიყავი ადამიანი, რომელიც ციხეებში დადიოდა, აშუქებდა პატიმრების პრობლემებს და თქვენ მაშინ არსად არ იყავით. მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც კუდი (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი) და სპეცსამსახურები დასდევდა, არ აძლევდნენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას.თქვენ მაშინ ძალიან კარგად ცხოვრობდით, არსად არ იყავით. ახლა მე ვარ ნაციონალური მოძრაობის და რუსული ინტერესების გამტარი?“ — მიმართა ეთერ თურაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს.