ბაზისბანკი, ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, განაგრძობს მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „თოჯინების სახლის“ გენერალურ სპონსორობას. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე თეატრალური ტენდენციების დანერგვასა და თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას ყველა თაობის მაყურებელში.„თოჯინების სახლი“ წარმოადგენს სრულიად განსხვავებული კონცეფციის თეატრალურ გარემოს, სადაც კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები თოჯინებისა და საგნების სახით ცოცხლდებიან. ვიზუალური დეტალების მხატვრული დამუშავება და საგნების თეატრის ელემენტები ქმნის უნიკალურ ესთეტიკას, რომელიც თანაბრად შთამბეჭდავია როგორც მოზარდი, ისე უფროსი თაობის მაყურებლისთვის.დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის შექმნის იდეა და ინიციატივა რეჟისორ ნიკა საბაშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, თეატრი პასუხობდეს თანამედროვეობის აქტუალურ თემებს და გამოირჩეოდეს მაღალმხატვრული ღირებულებით. გარდა სპექტაკლებისა, „თოჯინების სახლი“ მასპინძლობს შემოქმედებით საღამოებს და სალონურ შეხვედრებს, რაც მას მნიშვნელოვან კულტურულ ჰაბად აქცევს.„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ კულტურულ ღირებულებებს. „თოჯინების სახლი“ სწორედ ასეთი სივრცეა — ინოვაციური, მრავალმხრივი და საგანმანათლებლო. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელოვნების ამ დარგის განვითარებასა და იმ შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობას, რომელსაც ნიკა საბაშვილი და მისი გუნდი სთავაზობს საზოგადოებას,“ – განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.ბაზისბანკისა და „თოჯინების სახლის“ პარტნიორობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ბანკის მხარდაჭერით, თეატრმა შეძლო რეპერტუარის გამრავალფეროვნება და არაერთი ექსპერიმენტული დადგმის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული თოჯინური ხელოვნების განვითარებისთვის.ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია. ბანკი ასევე არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი.


