„ბაზარი ორბელიანი“ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების გამო რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, სავაჭრო სივრცეს უსასყიდლოდ უთმობს

„ბაზარი ორბელიანი“ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესების გამო რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ, სავაჭრო სივრცეს უსასყიდლოდ უთმობს.
„ბაზარი ორბელიანი“ მუდმივად მხარს უჭერს ბიზნესსა და მცირე მეწარმეებს და ახლაც, მიმდინარე ვითარებაში გადაწყდა, რომ მცირე მეწარმეებს თავისი სივრცის ნაწილი დაუთმოს, სრულიად უსასყიდლოდ. გვინდა მათ მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი ნაწარმის რეალიზება მოახდინონ. ეს მხარდამჭერი ბაზარი 15 იანვრამდე გაგრძელდება და მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მათთვის სასურველი ხელნაკეთი ნივთი შეიძინონ.
აბსოლუტურად ყველა მცირე მეწარმეს ვუჭერთ მხარს, რომლებსაც მიმდინარე პერიოდში კრიზისი შეექმნათ და ვეღარ მოახერხეს თავიანთი ნივთების რეალიზება“, – განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ანა ბარათაშვილმა.
ცნობისთვის, ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა სახის სუვენირები, ხელნაკეთი ჩანთები, სათამაშოები და საიუველირო ნაწარმი შეიძინონ.
აღნიშნული პროექტი 15 იანვრამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურა ბოლომდე დავაწიოთ მზარდ მოთხოვნას, რათა მეტი ქართველი ბავშვი ჩაერთოს ფეხბურთში – ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოგების, ისე წაგების დროს ბოლომდე გვერდით დავუდგეთ ფეხბურთელებს