ბავშვთა საჭმლის მომნელებელი პრობლემები კომპექსურობით ხასიათდება

ბავშვებში არსებული საჭმლის მომნელებელი პრობლემები კომპექსურობით ხასიათდება და გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორითა, როგორიცაა მათ შორის დიეტა, იმუნური სისტემის ფუნქცია და ჯანმრთელობის სხვა საკითხები. ამ გამოწვევების გადალახვაში გვეხმარებიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პატარა პაციენტების კეთილდღეობის უზრუნველყოფაში – პედიატრიული გასტროენტეროლოგების სპეციალისტები, მაგალითად დოქტორი ენვერ მაჰირ გულჯანი, რომელიც ACIBADEM-ის კლინიკების ქსელის Maslak ჰოსპიტალში 2012 წლიდან ერთგულად ზრუნავს პაციენტებზე.
თქვენს შვილს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვს?
ბავშვებში ყველაზე გავრცელებულ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს შორის გვხვდება რეფლუქს დაავადება, რომელიც ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულძმარვა, ღებინება და კვების სირთულეები. ასევე გავრცელებულია ნაწლავური ინფექციები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დიარეით, ღებინებით, მუცლის ტკივილითა და ცხელებით. აღსანიშნავია, რომ ისეთი დაავადებები, როგორიცაა გლუტენის შეუწყნარებლობით გამოწვეული – ცელიაკია და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, შემდგომში იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემებსაც.
დაავადებების მართვაში გადამწყვეტია ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია კუჭ-ნაწლავის ინფექციები, რეფლუქს დაავადება, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ცელიაკია, საკვების მიუღებლობა, ღვიძლის დაავადება და კვების პრობლემები. ადრეული დიაგნოზი და ეფექტური მკურნალობა გადამწყვეტია ბავშვის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ნორმალური ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის.
არ მისცეთ უფლება ბავშვებში არსებულ მომნელებელი სისტემის პრობლემებს ბავშვის ცხოვრებას ხელი შეუშალოს
Acıbadem Maslak-ის საავადმყოფოში მოღვაწე პედიატრიული გასტროენტეროლოგის დოქტორი ენვერ მაჰირ გულჯანის თქმით ბავშვთა ნაწლავური დაავადებების უმრავლესობა განკურნებადია, თუმცა მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება. დიაგნოსტირება, როგორც წესი მოიცავს მრავალმხრივ პროცესს, მათ შორის სიმპტომების ანალიზს, ფიზიკურ შემოწმებას, ლაბორატორიულ ანალიზებს, გამოკველვებს და ზოგ შემთხვევაში ალერგო ტესტებსაც.
მიმართეთ ACIBADEM-ის კლინიკების ქსელს ისეთი პროფესიონალური ზრუნვის მისაღებად, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ
ბავშვებში კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ, როგორც წესი გამოიყენება მედიკამენტები, კვებითი დიეტა და ნუტრიციული ცვლილებები, დანამატები სითხისა და ელექტროლიტების სახით, ენდოსკოპიური ან ქირურგიული პროცედურები და ცხოვრების წესის ცვლილება. Acıbadem-ის კლინიკების ქსელი გამოირჩევა საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე ინფრასტურტურით და გამოცდილი სამედიცინო პერსონალით. პედიატრების დიდი რაოდენობა და ტექნოლოგიური მხარდაჭერა არამხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებების არამედ სხვა ტიპის პრობლემების მკურნალობასაც ეფექტურს ხდის.
ჩვენი მიზანია თქვენს შვილს განვითარებაში დავეხმაროთ
როდესაც საქმე ეხება თქვენი შვილის საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას, გამოცდილება მნიშვნელოვანია. ACIBADEM-ის კლინიკების ქსელი გთავაზობთ მრავალწლიან გამოცდილებას პედიატრიასა და გასტროენტეროლოგიაში, რაც მოიცავს მათ შორის ისეთი კუჭ-ნაწლავის გავრცელებული პრობლემების დიაგნოსტირებასა და ინდივიდუალური მკურნალობის გეგმების შემუშავებას, ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა რეფლუქსური დაავადება და ქრონიკული შეკრულობა. ჩვენი გუნდისათვის თქვენი ბავშვის კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია.
თქვენი შვილის დაავადებასთან პირისპირ მარტო არ ხართ
ბავშვებში არსებული მომნელებელი სისტემის პრობლემები გავლენას ახდენს თქვენი შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თუმცა ამ პრობლემის წინაშე მარტო არ ხართ. ACIBADEM-ის კლინიკების ქსელში მოღვაწე ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ენვერ მაჰირ გულჯანი და ჩვენი ექსპერტების გუნდი სპეციალიზებულია ბავშვთან გასტროენტეროლოგიაზე და გთავაზობთ უახლეს სამკურნალო მეთოდებსა და განსაკუთრებულ ზრუნვას, ისეთი დაავადებებისთვის როგორიცაა რეფლუქსი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა. გვანდეთ თქვენი შვილის გასტროენტეროლოგიური ჯანმრთელობა.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. , ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)