ბადრი ჯაფარიძე – ხვალინდელი დღე ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღეა – პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს

ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად იკრიბება საზოგადოება – პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს და გააცნობს თავის შეფასებებს, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი სწორედ ხვალინდელ აქციას შეეხებოდა.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჩვენ ვიკრიბებით საკმაოდ რეგულარულად. ეს არის ის კოორდინაცია, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ხვალინდელი დღე არის ქვეყნის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად იკრიბება საზოგადოება ხვალ. პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავს, გააცნობს თავის შეფასებებს. ვფიქრობ, ეს თავისთავად ისტორიული დღეა და ჩვენგან მოითხოვს აღნიშვნას. ამავდროულად პროტესტის მნიშვნელოვანი დღეა და ეს არის სწორედ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.