ბადრი ჯაფარიძე – „ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა

„ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ახლა მთავარი ეროვნული ამოცანაა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი და ქვეყნის სათავეში მოვიდეს ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება.
„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი ქვეყანამ საქართველოს მოქალაქეების თავგანწირული ბრძოლის შედეგად მიიღო.
ამ ერთი წლის მანძილზე ქვეყანას რომ ჰყოლოდა ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, დღეს ჩვენ ევროკავშირთან გახსნილი გვექნებოდა მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირზე გაწევრიანების თაობაზე. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ გასული ერთი წელი გამოიყენა მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე დაესამარებინა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა.
ცხადია, ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად შესაძლებელი იყო ევროკავშირიდან მიღებული რეკომენდაციების შესრულება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მათი შესრულების ნაცვლად მიზანმიმართულად მოახდინა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი და ფუნდამენტური მოთხოვნა-ქვეყანაში ჩატარებულიყო თავისუფალი და სამართლიანი უგულებელყო. მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მიიტაცა და მისი შედეგები გააყალბა. შემდგომ თვითმარქვია ძალამ არც ეს იკმარა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებები შეჩერებულია.
ახლა მთავარი ეროვნული ამოცანაა, რომ ქვეყანაში დაინიშნოს ახალი არჩევნები და ქვეყნის სათავეში მოვიდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში არჩეული ეროვნული ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, რომლისთვისაც მთავარი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება-ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და მოკლე ვადებში დასრულება იქნება“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის