ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, მზად ვართ, სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

ნებისმიერ მხარდაჭერაზე, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კითხვაზე, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ ს მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, 1 კვირაში პრეზიდენტს დაცვა აღარ ეყოლება, ხომ არ უფიქრიათ გამოსავალზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ “სალომე ზურაბიშვილი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს”.
„ეს რა თქმა უნდა, ჩვენი შეთავაზებაა, პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რა ტიპის მხარდაჭერას განსაზღვრავს თავის მხრიდან, რომელიც დასჭირდება. საზოგადოდ, პრეზიდენტი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ არის, პრეზიდენტი უმაღლესი თანამდებობის პირია, შესაბამისად, ის დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, ესეც კარგად მეტყველებს „ქართული ოცნების“ ბუნებაზე. შესაბამისად, რა მხარდაჭერაც დაჭირდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ამ მხარდაჭერისთვის მზად ვართ, რადგან მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის, სახელმწიფოებრიობის და ევროპული მომავლის გადასარჩენად. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, მას ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, რომელსაც ის საჭიროებს და რომელსაც ის განსაზღვრავს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას – უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა – მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

სალომე ზურაბიშვილი არჩილ მუსელიანცის განაჩენზე – მაშინ, როცა მმართველი პარტია ნამდვილ დამნაშავეებს იცავს, ერთგული მოსამართლეები მოქალაქეებს აპატიმრებენ – ეს სამართლიანობა არ არის, ეს რეპრესიაა

თინა ბოკუჩავა – დავით რაზმაძე მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახეა – ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გახარიას საკრებულოს წევრები მხარს მის იმპიჩმენტს