ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით – იყო მოწოდება ერთიანობისკენ დიდი მიზნის ირგვლივ, ეს იყო ძალიან პოზიტიური გზავნილი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით.
ამის შესახებ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნითი მიღების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, ქვეყნისგან განხორციელებულ იქნება.
„პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვა გამსჭვალული იყო ოპტიმიზმით, რომ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ასევე, იყო მოწოდება ერთიანობისკენ ამ დიდი მიზნის ირგვლივ. ასე რომ, ეს იყო ძალიან პოზიტიური გზავნილი.
უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა იმისათვის, რომ გაატარო ქვეყნისთვის საჭირო რეფორმები, რომ ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნა. ამიტომ კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაცია, ყველა რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს, ქვეყნისგან განხორციელებულ იქნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე