ბადრი ჯაფარიძე – მოსალოდნელია, რომ აშშ-ს პოლიტიკა უფრო მეტად ეფექტური გახდება – კონგრესმენებსა და სენატორებთან შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ტრამპი ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს

მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უფრო მეტად მიზანმიმართული და ეფექტური გახდება,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც -ის პრეზიდენტის, ს ინაუგურაციას ეხმაურება.
მისი თქმით, მათ მიერ კონგრესმენებთან და სენატორებთან გამართული შეხვედრები იმედის მომცემია, რადგან „მათი მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებისთანავე ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს“.
„უკვე ოფიციალურად, დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტია. ვფიქრობ, საინტერესო ეტაპი იწყება, როგორც შეერთებული შტატებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამორჩეული პროფესიონალებით, პოლიტიკოსებით და ბიზნესმენებითაა დაკომპლექტებული. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკა უფრო მეტად მიზანმიმართული და ეფექტური გახდება.
კონგრესმენებთან და სენატორებთან გამართული შეხვედრები ჩვენთვის იმედის მომცემია, რადგან მათი მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტებისთანავე ავტორიტარული და ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ ეფექტურ ნაბიჯებს გადადგამს.
ინაუგურაციის ცერემონიაზე ტრამპის მხრიდან საინტერესო აქცენტები გაკეთდა. ერთ-ერთი ასეთი აღმასრულებელ ხელისუფლებას შეეხებოდა, რომელიც ტრამპის თქმით, პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ნიშნის მიხედვით დაკომპლექტდება.
შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, საქართველოში აღმასრულებელ ორგანოებში ადამიანების ფორმირება ს ლოიალურობის მიხედვით ხდება. შესაბამისად ფაქტია, რომ ივანიშვილის დღის წესრიგში ცოდნისა და კვალიფიკაციის საჭიროება არ არსებობს.
მთავარია გვახსოვდეს, თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების, იგივე ქართველი ხალხის მხარდაჭერა პრიორიტეტულია, როგორც ტრამპის, ისე „რესპუბლიკური პარტიის“ ადმინისტრაციისთვისაც.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან და ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე შეერთებული შტატებისთვისაც, რადგან მათთვის ფასეულია, რეგიონში ჰყავდეთ ისეთი ერთგული პარტნიორი, როგორიც ქართველი ხალხია.
მჯერა, რომ ახალი ს ჩატარების შედეგად საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და უფრო მეტად გაძლიერდება!
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა და ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის!“,- წერს ჯაფარიძე.