ბადრი ჯაფარიძე – იუნკრებმა მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის

იუნკრებმა მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და ის რომ საქართველოს გადასარჩენად მზად იყო თავშეწირვისთვის,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კოჯორში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იუნკერთა თავგანწირვა არის ის, რამაც „ჩვენი ქვეყანა დღემდე მოიყვანა“.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერთა ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. მათი თავგანწირვა და თავშეწირვა არის სწორედ ის, რამაც დღემდე ჩვენი ქვეყანა მოიყვანა. თავისუფლებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რაც არ უნდა აღმატებული იყოს მტერი რიცხოვნობით. ასეთი თავგანწირვით ჩვენმა წინაპრებმა და ამ შემთხვევაში იუნკრებმა, რომლებმაც ბოლშევიკებს გაუწიეს წინააღმდეგობა, ურიცხვ მტერს შეებრძოლნენ, რათა თავისუფლება დაეცვათ. მათ მოგვცეს მაგალითი, როგორ უნდა იბრძოლო შენი ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის და ის რომ საქართველოს გადასარჩენად მზად იყო თავშეწირვისთვის“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
გარდა ამ თემისა, ჯაფარიძემ ისაუბრა დიდი ბრიტანეთის მიერ ს წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოცხადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არავის მოუთხოვია, რომ „საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები შეეწყვიტა“.
„გუშინ გამოცხადდა ახალი სანქციები დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რათა რუსეთს ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი შეუმცირდეს. ჩვენი მეგობრები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა არ უნდა გახდეს ტრანზიტი ისეთი პროდუქციის შესატანად რუსეთში, რომელიც რუსეთის აგრესიულ მანქანას აძლიერებს. არასოდეს არავის მოუთხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი ს გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას