ბადრი ყაველაშვილმა კაიაკით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე კანოე-კაიაკიში საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა.
კაიაკიში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონმა ბადრი ყაველაშვილმა წარმატებას უფროსებშიც მიაღწია. ყაველაშვილს 200 მეტრზე (K1) საკვალიფიკაციო გაცურვისას მეოთხე შედეგი (35.312) აღმოაჩნდა, რამაც მას ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მისცა. ნახევარფინალში შედარებით უკეთ გამოვიდა – ფინიშის ხაზი მესამე შედეგით (35.281) გადაკვეთა და ფინალში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე, სადაც სამეულის ბედი წამის მეასედებმა გადაწყვიტა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა მანძილი 35.441 წამში გაცურა და მესამე ადგილი დაიკავა.
ერთი დღით ადრე, 200 მეტრზე კანოეთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ზაზა ნადირაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ოდიშარია გიორგი მსხილაძეს – გასაგებია, რომ ლობირებთ კონკრეტულ ძალას, თუმცა პატივსაც არ გცემენ იმდენად, რომ მობრძანებულიყვნენ და მხარი დაეჭირათ დასწრებით მაინც, იმიტომ, რომ უშინაარსო ბოიკოტში არიან