ბადრი გრიგალაშვილი: ხალხის მასიური დაჯარიმება დაიწყეს გზის გადაკეტვაზე. რეპრესიის ახალი ტალღის მიზანია აქციაზე დგომა დე-ფაქტოდ აკრძალულად გამოაცხადონ

“ხალხის მასიური დაჯარიმება დაიწყეს გზის გადაკეტვაზე. მთავარია იდენტიფიცირება შეძლონ, ხალხის რაოდენობას არ აქცევენ ყურადღებას, მრავალათასიან მიტინგზე დგომის გამოც მოვიდა ჯარიმები.
რეპრესიის ახალი ტალღის მიზანია აქციაზე დგომა დე-ფაქტოდ აკრძალულად გამოაცხადონ.
ასევე, პოლიციას მიეცემა ყველა დაჯარიმებული დემონსტრანტის ეჭვის საფუძველზე დაკავების უფლება, სამართლებრივი დასაბუთების გარეშე – ახალი ცვილებებით მინიმუმ ერთხელ უნდა იყო დაჯარიმებული.
გეგმის მიხედვუთ არცერთი დემონსტრანტი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
დაუჯარიმებლები უნდა დაჯარიმდნენ, დაჯარიმებულები დაკავების საფრთხეს უნდა გრძნობდნენ.
შემდეგი ეტაპი შეკრების პირდაპირ კანონით აკრძალვა იქნება.
ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ დაუმორჩილებლობაა.
ატარეთ ნიღბები – არ იყოთ იდენტიფიცირებადი.
თუ რამე ფონდში ფული არსებობს მიემართოს ჯარიმებისკენ.
და არ შეგეშინდეთ – არაფერს ახალს არ აკეთებენ, ეს უნდა გავიაროთ და გავიმარჯვებთ,”  – წერს სოციალურ ქსელში  გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ბადრი გრიგალაშვილი. 

 

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა