ბადრა გუნბა: ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება

ოკუპირებული ს ე.წ პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ რუსულ სამთავრობო გამოცემა TASS-ს უთხრა, რომ რუსული საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება.

„[რუსული] საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება, მაგრამ იგეგმება ოჩამჩირის რაიონში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა, სპეციალურად შავი ზღვის ფლოტისთვის”.- თქვა გუნბამ.

მისი განცხადებით, „ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება აფხაზეთისა და ს თვდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაგრძელება”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის ანგარიშში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ოჩამჩირეში მიმდინარე პროცესები “პირდაპირ არ უკავშირდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტის მშენებლობას”. სუსის განცხადებით, “მიმდინარე პროცესი, სავარაუდოდ, წარმოადგენს ე.წ. საკონტეინერო გადაზიდვის ტერმინალის მშენებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს”.

28 მაისს ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია წარმოდგინა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა.

წყარო