ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, სახის არეში, კერძოდ კი შუბლზე, დაზიანებები აქვს მიყენებული.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს.
აქციაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.