აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ

პოლიტიკოსი აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ.
როგორც იმამკულიევი „ფეისბუქზე“ წერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ სიაში მისი სახელი და გვარი ისე ჩაწერა, რომ მისგან თანხმობა არ მიუღია.
„აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან.
ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში.
ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენ საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში, არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი… რასაც აქ, საჯაროდ ვერ ვწერ!“- წერს აჰმედ იმამკულიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით