ახმეტის სოფლებში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, დაისეტყვა ვენახები

ძლიერმა ქარმა ახმეტის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. პირველადი ინფორმაციით, სახურავის გარეშე დარჩა სულ მცირე ოცი სახლი. დასეტყვილია ვენახების ნაწილიც. დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სიმინდის და ბოსტნეულის ნარგავები.
„თუკი რამე გვეთესა, ყველაფერი განადგურდა… ერთ ჰექტარზე პომიდორი მეთესა, სადაც 3 ტონა უნდა მომეკრიფა და გამეყიდა. აღარაფერი არ დარჩა. ვიცით რომ სტიქიაა და ხელს ვერ მიაფარებს, მაგრამ არ შეიძლება, რომ სახელმწიფო ბადეების შეძენაში დაგვეხმაროს? მერე ამბობენ, რატომ მიდის ხალხი ემიგრაციაშიო, აბა ახლა მე რა ვქნა – 10 წუთში დავკარგე მთელი წლის შემოსავალი…“ – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული, ნინო ყაყიჩაშვილი.
ქარმა, ახმეტაში მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროენერგიის ბოძებიც. პანკისის ხეობის სოფლების ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
მუნიციპალიტეტის მერის ალექსი ფიცხელაურის თქმით, ინფრასტრუქტურული ზარალის დათვლა უკვე დაიწყეს – „კომისია სოფლებში უკვე მუშაობს და არცერთ ოჯახს ღია ცის ქვეშ არ დავტოვებთ“.
23 აგვისტოს გვიან ღამით ამოვარდნილმა ქარმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის სოფლებშიც. აფენის თემში მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია